ქვეყანაში არსებული ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიზანია კომპანიების საქმიანობის კონტროლი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ბიზნესკომპანიებისათვის თანაბარი პირობების შექმნა და ამავდროულად ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა.
ანტიმონოპოლიური კანონები უზრუნველყოფენ სამართლიანი კონკურენციის არსებობას საბაზრო ეკონომიკურ სივრცეში.
ჩვენ გთავაზობთ თქვენი ბიზნესის დაცვას მსგავსი შემთხვევებისაგან და სადაო ურთიერთობის მოგვარებას, როგორც სასამართლომდე, ასევე სასამართლო პროცესშიც.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გულისხმობს მეწარმე და არამეწარმე სუბიექტებისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რათა მათ ეფექტურად შეძლონ კრედიტორთა ვალდებულებების დაკმაყოფილება და შესაძლებლობის შემთხვევაში - რეაბილიტაცია.
ჩვენ უკეთ შევძლებთ კრედიტორთა დაკმაყოფილების პარალელურად, თქვენი აქტივების დაცვას ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ უარყოფითი შედეგები.
სამშენებლო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ საქმიანობის წარმატებულად წარმართვისათვის. ეს სფერო მოიცავს ფართო სპექტრის ურთიერთობებს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან.
ჩვენ დაგეხმარებით ყველა სახის ურთიერთობების სამართლებრივ რეგულირებაში, ასევე სამშენებლო საქმიანობის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი სამართლებრივი რისკების განსაზღვრასა და მათ მინიმუმამდე დაყვანაში.
კრიპტოვალუტის, როგორც ზოგადი იურიდიული სტატუსის მქონე სფეროს, ოფიციალური საიმედოობის ნაკლებობა იწვევს ფართო დისკუსიას უფრო კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტის იურიდიულ კონტექსტში საქმიანობასთან, როგორც ზოგად, ისე კონკრეტულ კრიპტოვალუტის მოპოვების საქმიანობის ლიცენზირების საჭიროებასთან.
მონაცემთა ან ინფორმაციის კონფიდენციალურობა და დაცვა გულისხმობს მათ სწორად დამუშავებას, უფლებამოსილი პირის თანხმობას, შეტყობინებას და სხვა მარეგულირებელ ვალდებულებებს. კერძოდ, ამ სფეროში კანონმდებლობით რეგულირებადი საკითხებია:
1. არის თუ არა მონაცემები გაზიარებული მესამე პირთან.
1. ხდება თუ არა მონაცემების კანონიერად შეგროვება ან შენახვა.
2. მარეგულირებელი შეზღუდვები
წარმოგიდგენთ ჩვენი კომპანიის მომსახურების ფარგლებში კონსულტაციას კანონმდებლობით რეგულირებულ საკვანძო ინფორმაციას მონაცემთა კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოების რეგულირებასთან დაკავშირებით:
1. კიბერ უსაფრთხოება
2. პერსონალური მონაცემთა შეგროვება და დამუშავების ლეგალურობა
3. მონაცემების სრული დაცულობით შენახვასთან დაკავშირებით
4. მონაცემების და უკანაონო გამჟღვანების წესის დარღვევა
5. მონაცემთა დამუშავება
6. ნებისმიერი კანონდარღვევის შესახებ შეტყობინება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანმოებისათვის
7. კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემის წესის დარღვევა
8. მონაცემების დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ამ კუთხით ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან მომსახურებას, როგორც კომპანიებს - მათი საქმიანობის პროცესში სამოქმედო ინსტრუქციების გაწერაში, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ორგანიზაციისათვის, რათა იგი არ აღმოჩნდეს კანონდამრღვევი, ასევე იმ ფიზიკურ და იურიდიული პირებს, რომლებიც აღმოჩნდნენ დაზარალებულები - მათი დარღვეული უფლებების აღდგენის საკითხში.
დასაქმებისა და შრომის სამართალი არის საკანონმდებლო სივრცე, რომელიც არეგულირებს დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობას. კანონით დარეგულირებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა:
1. ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის თავიდან აცილება საკანონმდებო რეგულირებით
2. შრომის უსაფრთხოების ხელშეწყობა
3. სამუშაო პროცესის შეფერხების თავიდან აცილება დასაქმებულსა და მენეჯმენტს შორის დავების გამო
4. დასაქმებულის ანაზღაურების განსაზღვრა გაწეულ სამუშაოსთან ფარდობაში
5. შრომითი ურთიერთობები
6. უკანონო განთავისუფლება
7. ფორსმაჟორული ვითრება და საკანონმდებლო რეგულაციების თანხვედრა
მოცემული საკითხის სამართლებრივად სწორად წარმართვა მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის. ჩვენ გთავაზობთ შრომითი ურთიერთობების სწორად დარეგულირების გეგმის შედგენას, რაც მოიცავს შრომითი კონტრაქტის გაფორმებას, მისი აღსრულების პროცესში წამოჭრილი სადაო საკითხების სასამართლომდე მოგვარებას, მედიაციასა და ასევე და სასამართლო განხილვის პროცესის წარმართვას.
ენერგეტიკული სამართალი არის სამართლის სფერო, რომელიც მოიცავს ენერგიის გამოყენების მარეგულირებელ კანონებს. კანონმდებლობით რეგულირდება როგორც ენერგიის შექმნა და მიღება, ასევე ენერგიის მოხმარების დაბეგვრა. ენერგეტიკულმა კომპანიებმა უნდა მართონ თავიანთი საქმიანობის სფერო, რომელიც ეხება ენერგო რესურსების გაყიდვას, გამოყენებას და კონსერვაციას.
• მოგეხსენებათ, გარემოს დაბინძურება მსოფლიოს ერთ-ერთი უპირველესი პრობლემაა, ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა. ეკოლოგიური სამართლის მიზანია გარემოს დაცვა და შენარჩუნება. არსებობს გარემოს დაცვითი კანონების ორი ძირითადი მიმართულება:
დაბინძურების კონტროლი და მიწის კონსერვაცია და მართვა.
• იურიდიული ფირმა „ახვლედიანი ენდ ლო“ განიცდის რა მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის კუთხით, განსაკუთრებული ინტერესით უდგება ისეთი შინაარსის დავების სამართლებრივ დარეგულირებას, როგორიცაა ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ნარჩენების მართვის ქიმიური უსაფრთხოება, ნადირობა, თევზაობა და ა.შ.
საოჯახო სამართალი არეგულირებს ოჯახურ ურთიერთობებს. იგი მოიცავს, როგორც განქორწინებისას კლიენტთა წარმოდგენას სამართალწარმოების ან/და სასამართლომდელ პროცესში განქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორებიცაა- საერთო თანასაკუთრების გაყოფა, ბავშვის მეურვეობა, ასევე დახმარება და ალიმენტი, ასევე ქორწინების პროცესში წარმოქმნილი სადაო საკითხების სამართლებრივ მოგვარებას. საოჯახო ურთიერთობების შესახებ კანონები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
1. ქორწინება და ქორწინების შეწყვეტა
2. მეუღლეთა უფლება-მოვალეობები (მათ შორის ქონებრივი);
3. საქორწინო კონტრაქტი;
4. მშობლებისა და შვილების უფლება მოვალეობები (მათ შორის საალიმენტო);
5. შვილად აყვანა და მეურვეობა
6. მამობის დადგენა
7. ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი შეთანხმებები
8. საერთო ქონების მართვა და ა.შ.
ჩვენ დაგეხმარებით საოჯახო უფლებების გათვითცნობიერებასა და დარღვეული უფლებების აღდგენაში, ასევე ქორწინების პროცესში მეუღლეთა ურთიერთობების საქორწინო კონტრაქტით მოწესრიგებაში.
ჯანდაცვის სფეროს სამართლებრივი რეგულირება ერთ-ერთი საპასუხისმგებლო საკითხია. ეს სფერო მოიცავს ჯანმრთელობის დაცვის პროფესიონალთა ფართო სპექტრს და არეგულირებს ექიმსა და პაციენტს, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის ურთიერთობებს. მოცემულ სფეროში შესაძლოა წარმოიშვას ისეთი სადაო საკითხები, როგორებიცაა- არასწორი მკურნალობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება ან შესაძლოა ექიმი გახდეს არასწორი პროფესიული ინფორმაციის გავრცელების მსხვერპლი.
ჩვენ დაგეხმარებით ნებისმიერი ურთიერთობის დარეგულირებასა და მიყენებული ზიანის მატერიალურ ანაზღაურებაში.
სადაზღვევო ურთიერთობები ძირითადად ყალიბდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის. ყველაზე გავრცელებული ტიპებია: ჯანმრთელობის დაზღვევა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, საკუთრების დაზღვევა, სიცოცხლის/ჯანმრთელობის დაზღვევა და ა. შ. სადაზღვევო ურთიერთობებში შესაძლოა წარმოიშვას სამართლებრივი დავები ანაზღაურებასთან ან სხვა სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით. მოცემული რისკის თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია სახელშეკრულებო პირობების სწორად გათვიცნობიერება.
ჩვენ დაგეხმარებით, როგორც ხელშეკრულების გაფორმებამდე ურთიერთობების მოწესრიგებაში, ასევე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავების გადაწყვეტაში.
Insurance Recovery texts goes here
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი არეგულირებს საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ხელოვნების, ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნისას და გამოყენებისას. იგი მოიცავს ასევე შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებელთა საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ მომიჯნავე უფლებებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მოცემული სფერო ეხება გამოგონებების, ნიმუშებისა და მხატვრული ნაწარმოებების იურიდიული უფლებების უზრუნველყოფისა და განხორციელების წესებს. აღნიშნული სფერო მოიცავს ასევე არამატერიალური აქტივების ექსკლუზიურ კონტროლს.
ჩვენ დაგეხმარებით ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებისგან დაცვაში, ასევე მსგავსი შემთხვევების დროს დარღვეული უფლების აღდგენაში.
საერთაშორისო არბიტრაჟი სამეწარმეო სფეროში არსებული დავების გადაწყვეტის ერთერთი ეფექტური და აღიარებული საშუალებაა. იგი არჩევანს აძლევს მხარეებს, მნიშვნელოვანი პროექტების გადაწყვეტა მიანდონ არა რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს სამართლოს, არამედ საერთაშორისო არბიტრებისაგან დაკომპლექტებულ არბიტრაჟს. ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება მიმართვა საერთაშორისო არბიტრაჟისადმი, თუმცა საარბიტრაჟო წარმოების წარმატებულად წარმართვისათვის მხოლოდ არბიტრაჟი არ კმარა, მხარის პოზიციას უნდა ამაგრებდეს სათანადოდ კვალიფიციური იურისტი.
საერთაშორისო სავაჭრო სამართალი გულისხმობს წესებისა და რეგულაციების ერთობლიობას, რომელიც განაგებს სახელმწიფოთა ურთიერთობებს მათი შიდა ბაზრების რეგულირებისთვის საერთაშორისო ვაჭრობასთან მიმართებაში. კანონი არეგულირებს საქონლისა და მომსახურების გლობალურ გაცვლას, რა დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება.
კანონი არეგულირებს საინვესტიციო ფონდების და საინვესტიციო ფონდის მმართველი კომპანიების დაფუძნებას და მოქმედებას, წილებისა და აქციების გამოშვებას და რეალიზაციას, აქციების გამოსყიდვას, საინვესტიციო ფონდების პოპულარიზაციას, ინვესტიციების ფონდების სახელით მესამე პირების მიერ განხორციელებულ საქმიანობას და სადეპოზიტო ბანკის ოპერირებას. ამ სფეროში წარმოიშვება ურთიერთობები, რომლებიც საჭიროებენ ზუსტ სამართლებრივ ანალიზს და ხარისხიან იურიდიულ მომსახურებას.
საერთაშორისო სავაჭრო სამართალი გულისხმობს წესებისა და რეგულაციების ერთობლიობას, რომელიც განაგებს სახელმწიფოთა ურთიერთობებს მათი შიდა ბაზრების რეგულირებისთვის საერთაშორისო ვაჭრობასთან მიმართებაში. კანონი არეგულირებს საქონლისა და მომსახურების გლობალურ გაცვლას, რა დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება.
საბანკო სამართალი და პრაქტიკა მოიცავს ერთის მხრივ საბანკო და სხვა ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობას მათი დაფუძნებიდან შემდგომი საქმიანობის განხორციელებას სალიკვიდაციო პროცესის ჩათვლით. იგი ხელს უწყობს საფინანსო ინსტიტუტებს თავიანთი საქმიანობის განხორციელების პროცესში შეასრულონ ყველა საჭირო სამართლებრივი რეგულაცია.ამ მხრივ მნიშვნელოვანია საფინანსო ინსტიტუტების დაფუძნება/რეგისტრაციისა და მათი შემდგომი სამუშაო დებულებებისდა საბანკო/საფინანსო ხელშეკრულებების კვალიფიციურად შედგენა, მათი სამართლებრივი ანალიზი.მეორე მხრივ იგი არეგულირებს საფინანსო ინსტიტუტებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობებს, ისე რომ ინსტიტუტის ინტერესების გათვალისწინების პარალელურად დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები. ეს არის სამართლის ვიწრო სპეციალობა- სფერო, რომელიც საჭიროებს ამ ნაწილში გამოცდილებასა და ღრმა პრაქტიკას. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი საკითხის მოგვარებას მიუხედავად მისი სირთულისა, რის საშუალებასაც გვაძლევს მოცემულ სფეროში მიღებული პრაქტიკა და საქმიანობის გამოცდილება.
მედიისა და შოუბიზნესის შესახებ კანონის მიმართულებით ჩვენი მომსახურება მოიცავს:
1. მედია სექტორში ინვესტიციების, მედიასა და გართობის ოპერაციების იურიდიული დახმარებას.
2. წერილობითი / ზეპირი კონსულტაცია და იურიდიული კონსულტაცია მედია კომპანიების ყოველდღიური საქმიანობის შესახებ.
3. იურიდიული დახმარების გაწევა, ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება ბიზნესის მოქმედებებისათვის საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით.
4. საკონსულტაციო და საადვოკატო მომსახურებას პირადი უფლებების დარღვევის და სხვა კომპენსაციური სარჩელის შესახებ წარმოშობილ დავებზე.
5. საკონსულტაციო და ადვოკატთა მომსახურება საავტორო უფლებებთან დაკავშირებული დავების შესახებ.
6. იურიდიული დახმარება და ადვოკატთა მომსახურება პრესის შრომის სამართალთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორებიცაა შეწყვეტის სხვადასხვა მეთოდი (ცალმხრივი, ორმხრივი, კოლექტიური), ატიპიური დასაქმების ურთიერთობების მოწყობა (დატვირთვა, თავისუფალი სამუშაო გრაფიკი და ა.შ.) და ყოველდღიური იურიდიული საკითხები.
7. იურიდიული დახმარება და ადვოკატთა მომსახურება საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალთან დაკავშირებულ დავებზე.
8. ადმინისტრაციულ საქმეების წარმოება ან დახმარება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის რადიო და ტელევიზიების სამაუწყებლო ორგანო, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საკომუნიკაციო ორგანო, სარეკლამო საბჭო და სარეკლამო თვითრეგულირების საბჭო.
9. საკონსულტაციო და ადვოკატთა მომსახურება რეკლამასთან დაკავშირებულ დავებზე.
შერწყმა ან შესყიდვა გულისხმობს ორი კომპანიის ერთობლიობას, სადაც ერთი კომპანია მთლიანად უერთდება სხვა კომპანიას. ნაკლებად მნიშვნელოვანი კომპანია კარგავს თავის იდენტურობას და ხდება უფრო მნიშვნელოვანი კორპორაციის ნაწილი, რომელიც ინარჩუნებს თავის იდენტურობას. შედეგად გაერთიანებული კომპანია იძენს კორპორაციის ყველა უფლებას, პრივილეგიასა და ვალდებულებას. მოცემულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების განსაზღვრა:
1. იურიდიული საკითხების იდენტიფიცირება
2. "საგზაო რუქის” შექმნა კლიენტისთვის დასაწყისიდან დასრულებამდე და ვადების განსაზღვრა
3. გარიგებისა და მოლაპარაკებების ტაქტიკის შესახებ რჩევის გაწევა
4. დიუ დილიჯენსის წარმოება
5. საგადასახადო შედეგების განსაზღვრა საგადასახადო ადვოკატების დახმარებით
6. ანტიმონოპოლურ ადვოკატებთან მუშაობა მარეგულირებელი დაბრკოლებების შესაფასებლად და სხვა რეგულირებადი ნებართვების გასაანალიზებლად
7. საზღვარგარეთ ადგილობრივ მრჩეველებთან მუშაობა. კლიენტის ყველა კონტრაქტის გადახედვა: ბიზნესი, სამსახური, აუთსორსინგი, სესხის ინსტრუმენტები, სასურველი მარაგი და ა.შ.
8. ხელშეკრულების გაფორმება, შეთანხმების პროცესში მონაწილეობა, გარიგების სამართლებრივი შედეგების შეფასება და ა.შ.
1. ხელშეკრულების შედგენა და განხილვა
2. ცვლილებების შედგენა
3. იპოთეკის ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი/შედგენა
4. საკუთრების გადაცემა
5. დამატებითი სამართლებრივი მოთხოვნების შესრულება
6. ზოგადი იურიდიული დახმარება
სპორტის სფეროს სამართლებრივი რეგულირება
სპორტის ნებისმიერ სახეობაში მოღვაწე სპორტსმენისათვის მნიშვნელოვანია სწორად შედგენილი კონტრაქტი, მათ შორის, კონტრაქტი სააგენტოსა და სპორტსმენს შორის, რომელიც მოიცავს, ანტიმონოპოლურ, კონსტიტუციურ, შრომით და საგადასახადო საკითხებს.
ჩვენ დაგეხმარებით თქვენი უფლებებისა და მოვალეობების სამართლებრივი შედეგების წინასწარ განსაზღვრაში, რაც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
სპორტის ნებისმიერ სახეობაში მოღვაწე სპორტსმენისათვის მნიშვნელოვანია სწორად შედგენილი კონტრაქტი, მათ შორის, კონტრაქტი სააგენტოსა და სპორტსმენს შორის, რომელიც მოიცავს, ანტიმონოპოლურ, კონსტიტუციურ, შრომით და საგადასახადო საკითხებს.
ჩვენ დაგეხმარებით თქვენი უფლებებისა და მოვალეობების სამართლებრივი შედეგების წინასწარ განსაზღვრაში, რაც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
სამართლის ერთერთი სპეციფიური სფერო, რომელიც მუდმივად ვითარდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვაო ქალაქებში. ეს სფერო მოიცავს როგორც ამ დარგში დაკავებული მეწარმე სუბიექტებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევას ფართო ჭრილში, როგორიცაა საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე საკითხები, დაწესებული რეგულაციების დაცვა, საზღვაო სამართლით დადგენილ ჩარჩოებში მოქმედება, ასევე ამ დარგში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და სხვა უფლებების და ვალდებულებების შესახებ კონსულტაციების გაწევა და კონტრაქტების ვიზირება-შედგენა.
ადმინისტრაციული სამართალი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის, გარიგეგების მომზადების, დადების და შესრულების წესებს. ეს არის ფართო სფერო, რომელიც აწესებს რეგულაციებს ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ გარკვეული საქმიანობის პროცესში, მაგ. სპეციალური ნებართვების გაცემა, სამთავრობო ხელშეკრულებების გაფორმება და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოსთან კონტრაქტით დაკავშირებულ ბიზნესს უწევს სახელმწიფო წესების და რეგულაციების დაცვა, როგორიცაა მასთან კონტრაქტის დადება, შესრულება, შეწყვეტა.
რადგანაც სამთავრობო ხელშეკრულებების შესახებ კანონები და რეგულაციები საკმაოდ დიდი, რთული და მუდმივად ცვალებადია, ჩვეულებრივ, თქვენი საუკეთესო ინტერესების დაცვაა პროცესების საწყის ეტაპზევე დაუკავშირდეთ იურისტს, რომელიც დაგეხმარებათ სწორი მიმართულების შედგენაში.
საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს სახელმწიფო გადასახადების სახეობებს, არეგულირებს გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის ურთიერთობებს. გადასახადის დაწესების მიზანი არის საზოგადოების საჭიროებისთვის გამოსაყენებელი შემოსავლის გენერირება. დაბეგვრა არ არის ნებაყოფლობითი პროცესი, შესაბამისად ხშირია გადასახადის გადამხდელთა მიმართ დაწესებული სანქციების გამოყენების შემთხვევები.
ჩვენ მოგივარებთ საგადასახადო საკითხებს პარტნიორი აუდიტორული კომპანიის დახმარებით.
საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენა ერთერთი მნიშვნელოვანი პროცესია არსებული კანონმდებლობის ხარვეზების გამოსავლენად და შესაცვლელად. შესაბამისად დიდი მნიშვნელობა აქვს საკითხის სწორად დაყენებას, იმისათვის რომ შემდგომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გახდეს საფუძველი ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტში კვალიფიციური ცვლილებების შეტანისა.
სასამართლოსთან ურთიერთობის პრაქტიკა და გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ხარვეზების გარეშე წარვმართოთ სასამართლო პროცესები როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო და საკასაციო საქმისწარმოების ეტაპზე.