ჩვენს შესახებ
მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანია „Akhvlediani and Law“ გთვაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურეობას, როგორც დიდი გამოცდილებისა და ისტორიის მქონე კომპანიებს, ასევე ჩამოყალიბების პროცესში მყოფ, დამწყებ ორგანიზაციებს. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი კლიენტების ინტერესები და გულმოდგინედ მივუდგეთ თითოეულ საქმეს, რათა უზრუნველვყოთ მათთვის მაქსიმალური და გარანტირებული შედეგი.

„Akhvlediani and Law“ გთავაზობთ პროფესიონალურ საკონსულტაციო, სახელშეკრულებო და სასამართლო საქმეთა წარმოებას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, საკონსტიტუციო და საგადასახადო სამართალში.

ჩვენი კომპანიის პრაქტიკის სფეროები მოიცავს კორპორატიულ ოპერაციებს, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს, საბანკო და საფინანსო სამართალს, სამშენებლო, დაზღვევის, ინტელექტუალური საკუთრების და სხვა თქვენთვის აუცილებელ, იურიდიულ მიმართულებებს. რეგიონული და საერთაშორისო სამართლის პრაქტიკის, ჩვენი გამჭრიახი და პრაქტიკული მიდგომა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კონკრეტული გადაწყვეტილებები და ჩარჩოები ცალკეულ შემთხვევებზე.

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, გაგიწიოთ ხელმისაწვდომი, მოხერხებული და მოქნილი იურიდიული დახმარება, რათა გავზარდოთ სოციალური და საქმიანი გარიგებების საერთო ხარისხი. ჩვენ ჩვენს კლიენტებს საშუალებას ვაძლევთ შექმნან და შეინარჩუნონ სუფთა და ჯანმრთელი იურიდიული სტრუქტურა მათი ბიზნესის განხორციელებისთვის.

იურიდიული კომპანია „Akhvlediani and Law“ გთავაზობთ მთავარ რეკომენდაციას - მიმართეთ ხარისხიან სამართლებრივ კონსულტაციას სახელშეკრულებო ურთიერთობების ჩამოყალიბებამდე, რათა მომავალში სამართლებრივი პრობლემისა და სასამართლო დავის წარმოშობის რისკისგან იყოთ დაზღვეული.


პრაქტიკული სასწავლო კურსები
იურიდიული კომპანია „Akhvlediani and Law“ დაინტერესებულ პირებს სთაზობს პრაქტიკულ სასწავლო კურსებს სამოქალაქო და სამოქალაქო-საპროცესო სამართალში. სწავლება მოიცავს სახელშეკრულებო სამართლის ძირითად ასპექტებს, როგორიცაა ხელშეკრულებების დადება, მათი სამართლებრივი შედეგების განსაზღვრა და კონკრეტული გარიგებებიდან გამომდინარე სასამართლო პრაქტიკიდან მიღებული ცოდნის გაზიარება.კურსები, როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე თემით დაინტერესებულ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს დაეხმარება მნიშნელოვანი პრაქტიკული და მაღალპროფესიონალური ცოდნის მიღებაში ჩვენი კომპანიის მიერ განსაზღვრული სამართლის სფეროებიდან.


პრაქტიკის სფეროები
საკონსულტაციო და სასამართლო განხილვა

სამოქალაქო სამართალი:
ანტიმონოპოლია და კონკურენცია
გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
სამშენებლო საქმიანობა
კრიპტოვალუტა
მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება
დასაქმება და შრომის სამართალი
ენერგეტიკის სექტორი
ბუნების დაცვა და ეკოლოგია
საოჯახო სამართალი და ოჯახური ურთიერთობები
ჯანმრთელობის დაცვა
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
საერთაშორისო არბიტრაჟი
საერთაშორისო ვაჭრობა
ინვესტიცია და ფონდები
საბანკო საქმეები და ფინანსური ინსტიტუტები
მედია და შოუბიზნესი
შერწყმა და შესყიდვა
სამეწარმეო ურთიერთობები
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები
სპორტის სფეროს სამართლებრივი რეგულირება
ადმინისტრაციული სამართალი
საგადასახადო / დაბეგვრა
საზღვაო სამართალი
საკონსტიტუციო სამართალწარმოება
აპელაცია და კასაცია

2020 Akhvlediani and Law, ყველა უფლება დაცულია